ანალიტიკური SEO სააგენტო
15+ წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი
seo.ge პირველი ქართული SEO პლატფორმა იყო, რომელიც SEO-ს შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში აქვეყნებდა. ახლა კი გუნდი, რომელმაც SEO სამყარო ქართულ ბაზარს გააცნო მზად არის ქართული SEO ბაზარი შეაფასოს, მოგაწოდოთ საერთაშორისო სიახლეები ამ მიმართულებით და დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამოთვალე SEO-ს მოსალოდნელი უკუგება
* სავარაუდო შეფასება. რეალური შედეგი დამოკიდებულია ბაზარსა და კონკურენციაზე.
ინდუსტრიის წამყვანი SEO ხელსაწყოები
ანალიტიკური SEO სააგენტო seo.ge-ს მიზანია ქართულ ბიზნესებსა და დაინტერესებულ პირებს სწორი და გადამოწმებული SEO ინფორმაცია მიაწოდოს. ამ გზით კი მათ საუკეთესო საერთაშორისო მარკეტინგული პრაქტიკების დანერგვაში შეუწყოს ხელი.
რას უნდა აკმაყოფილებდეს კარგი SEO სააგენტო?
დადასტურებული გამოცდილება და პორტფოლიო
რეალური, შემოწმებადი შედეგები და კონკრეტული ქეისები. და არა მხოლოდ დაპირებები. სანდო სააგენტოს უნდა შეეძლოს გაჩვენოთ წარსული პროექტები და ამ პროექტებზე მიღწეული შედეგები.
თეთრქუდიანი (White-Hat) მეთოდები
მუშაობს მხოლოდ Google-ის გაიდლაინებთან შესაბამისი, ეთიკური მეთოდებით. ოპტიმიზაციას აკეთებს ბმულების ინტენსიური ყიდვის, სპამისა და ხელოვნური ხრიკების გარეშე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გუგლის ჯარიმას იწვევს და ვებსაიტს საერთოდ აქრობს საძიებო სისტემიდან.
სრული გამჭვირვალობა და რეპორტინგი
რეგულარული, გასაგები ანგარიში მიღწეული პოზიციების, ტრაფიკისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რაში იხარჯება ინვესტიცია და ამ კითხვაზე სანდო SEO სააგენტოს ნათელი პასუხი უნდა ჰქონდეს.
მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგია
აუცილებლად ყველა გადაწყვეტილებას ზურგს უნდა უმაგრებდეს სიღრმისეული კვლევა, ანალიტიკა და კონკურენტების შესწავლა - და არა უბრალოდ ემოციური ვარაუდები. ინდივიდუალური სტრატეგია უნდა შეიქმნას ბიზნესის მიზნებზე მორგებით. SEO სააგენტოს ყოველთვის დამაჯერებელი და მონაცემებზე დაფუძნებული პასუხი უნდა ჰქონდეს კითხვაზე “რატომ?”
პირდაპირი კომუნიკაცია
შეამოწმეთ თუ ჰყავს SEO სააგენტოს გამოყოფილი ადამიანი რომელთანაც კომუნიკაცია გექნებათ. შეაფასეთ რამდენად მარტივად ხსნის შესრულებულ სამუშაოებსა და მიღწეულ შედეგებს. ხომ არ გაურბის რომელიმე კითხვას? ასევე ყურადღება მიაქციეთ აქვს თუ არა გამართული საკომუნიკაციო სისტემა.
ფოკუსი ბიზნესის რეალურ ზრდაზე
მთავარი მიზანი არა მხოლოდ პოზიციები, არამედ ლიდები, გაყიდვები და შემოსავლის ზრდაა. SEO განიხილება როგორც ინვესტიცია, რომელსაც გაზომვადი უკუგება მოაქვს. თუ შერჩეული SEO სააგენტო ამით არ ინტერესდება, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი რომ ის უბრალოდ მექანიკურად ასრულებს სამუშაოებს.
რას მოიცავს ხოლმე სრული SEO შეთავაზება?
თუ SEO სააგენტო გთავაზობთ სრულ მომსახურებას, დაუსვით კითხვა შედის თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისები პაკეტში.
ხილვადობა საძიებო სისტემებსა და AI პლატფორმებზე
მაღალი პოზიციები Google-ში და ხილვადობა AI პლატფორმებზე: ChatGPT, Gemini, AI Overviews.
ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია
ვებგვერდის არქიტექტურის და კოდის უმაღლეს დონეზე გამართვა.
მაღალი ხარისხის კონტენტი
მიმზიდველი, ინფორმაციული და საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზებული ტექსტები.
ავტორიტეტული ბმულების მოპოვება
სანდო და მაღალი ხარისხის ბმულები დომენის ავტორიტეტის გასაზრდელად.
მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგია
ყველა გადაწყვეტილება მიიღება დეტალური ანალიტიკის საფუძველზე.
AI და ავტომატიზაცია
AI ხელსაწყოების გამოყენება ეფექტიანობის გაზრდისთვის.
SEO რეპორტინგი
ყოველთვიური გამჭვირვალე ანგარიში მიღწეული პოზიციების, ტრაფიკის ზრდისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ.
რას არ აკეთებს პროფესიონალი SEO სპეციალისტი?
„თუ ვიცი სად მოვკვდები, იქ არასდროს წავალ“ - ჩარლი მანგერი. გამოცდილი SEO სააგენტოც გადაწყვეტილების მიღებამდე სწორედ ამ მიდგომას ეყრნობა: წინასწარ ცდილობს აღმოაჩინოს პოტენციური საფრთხეები და თავიდანვე აირიდოს ისინი.
რიცხვები ჩვენ შესახებ
როგორ მუშაობს SEO სააგენტო?
აუდიტი
- ვებსაიტის დეტალური on-page, off-page და ტექნიკური ანალიზი.
- თითოეული ელემენტის SWOT შეფასება (სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა).
- სამიზნე ბაზრების განსაზღვრა და შემდეგი ნაბიჯებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება დამკვეთისგან.
სტრატეგია
- ბიზნეს მიზნების, სამიზნე აუდიტორიისა და არსებული ონლაინ პოზიციის გათვალისწინებით ინდივიდუალური SEO სტრატეგიის შემუშავება.
- დეტალური საკვანძო სიტყვების კვლევა და ანალიზი, Long-tail და სემანტიკური საკვანძო სიტყვების ჩათვლით, ასევე კონკურენტების საკვანძო სიტყვების ხარვეზების იდენტიფიცირება მაღალი პოტენციალის საძიებო ტერმინების გამოსავლენად.
- კონკურენტების ყოვლისმომცველი ანალიზი მათი SEO უპირატესობებისა და სისუსტეების შესაფასებლად.
შესრულება
- ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის აღსრულება, მათ შორის საიტის სიჩქარის გაუმჯობესება, მობილურთან თავსებადობა, ცოცვადობა (crawlability) და ინდექსირებადობა, სქემის მარკირება და URL სტრუქტურის გაუმჯობესება.
- მაღალი ხარისხის, მიმზიდველი და SEO-მეგობრული კონტენტის (ბლოგის პოსტები, ლენდინგ გვერდები, პროდუქტ-კატეგორიის აღწერები) შექმნა და ოპტიმიზაცია სამიზნე საკვანძო სიტყვებთან და მომხმარებლის განზრახვასთან შესაბამისობაში.
- სტრატეგიული ბმულების მოპოვების კამპანიის განხორციელება აუტრიჩის, გატეხილი ბმულების აღდგენის, guest post-ინგისა და კრეატიული სტრატეგიების მეშვეობით მაღალი ავტორიტეტის უკუბმულების მოსაპოვებლად.
მონიტორინგი
- ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPIs) - ორგანული ტრაფიკის, საკვანძო სიტყვების რეიტინგების, კონვერტაციის მაჩვენებლებისა და მომხმარებლის ვებსაიტზე გატარებული დროის - უწყვეტი მონიტორინგი მოწინავე ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
- რეგულარული შესრულების ანალიზი ტენდენციების, გაუმჯობესების შესაძლებლობების და SEO შედეგებზე მოქმედი პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, დეტალური ინფორმაციისა და ანგარიშების მიწოდებით.
- SEO სტრატეგიის იტერაციული კორექტირება და დახვეწა მონიტორინგის მონაცემების, კონკურენტული გარემოს ცვლილებებისა და საძიებო სისტემების ალგორითმების განახლებების საფუძველზე.
P.S. სინამდვილეში SEO ერთჯერადი პროექტი არ არის — ოპტიმიზაცია ყოველთვიურ, უწყვეტ სამუშაოს მოითხოვს.
Google-ის ძიების შედეგები - მონაცემები არ ტყუის
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელ პოზიციაზე ჩანხართ გუგლში. საშუალოდ პირველ და მეორე პოზიციაზე მყოფ ვებსაიტებს ვიზიტორების 40%-ს სტუმრობს. SEO გადაწყვეტილებები კი ზუსტად ასეთ ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა. ყოველ მომდევნო პოზიციაზე გადასვლისას, CTR (კლიკის მაჩვენებელი) მკვეთრად მცირდება, რაც პირდაპირ მოქმედებს ორგანულ ტრაფიკზე.
R (Ranking) — გუგლში პოზიცია ერთი რომელიმე ფაქტორი კი არ არის, არამედ ოთხი ძირითადი მიმართულების ფუნქცია (f). ჯანსაღი SEO ოთხივეზე ერთდროულად მუშაობს:
რელევანტურობა — რამდენად ზუსტად პასუხობს კონტენტი მომხმარებლის ძიების განზრახვას.
ავტორიტეტი — დომენის სანდოობა და ხარისხიანი, ბუნებრივი ბმულების პროფილი.
მომხმარებლის გამოცდილება — სიჩქარე, მობილური თავსებადობა, მარტივი ნავიგაცია და ჩართულობა.
ტექნიკური გამართულობა — ინდექსირება, საიტის სტრუქტურა, კოდი და Core Web Vitals.
საშუალო — ბალანსი არსებობს, მაგრამ ზრდის სივრცე ბევრია.
Google-ის Top-3 პოზიციაზე მოხვედრა ვებგვერდის ტრაფიკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ხშირად დასმული კითხვები
seo.ge არის ანალიტიკური SEO სააგენტო, რომლის მიზანია საძიებო ბაზრის სიღრმისეული კვლევა და საერთაშორისო გადამოწმებული მეთოდების გაზიარება ქართული აუდიტორიისთვის.
