SEO
← რისგან შედგება SEO?

ტექნიკური SEO აუდიტი

ტექნიკური SEO აუდიტის დროს ხდება ვებგვერდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და ხარვეზების იდენტიფიცირება. ეს პროცესი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწორად არის შესრულებული სამუშაო და რა საჭიროებს გასწორებას. აუდიტის მიზანია ობიექტური შეფასება და მკაფიო რეკომენდაციების მიწოდება, კოდის უშუალო ცვლილების გარეშე.

SEO კონსულტაცია ↗

ტექნიკური SEO წარმატებული ციფრული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. მისი ხარისხის შეფასება მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას. ტექნიკური აუდიტი დამოუკიდებლად ამოწმებს ვებგვერდის სტრუქტურას, სიჩქარეს, ინდექსირებასა და კოდს. ის აფასებს შესაბამისობას Google-ის უახლეს გაიდლაინებთან და მიზნად ისახავს ობიექტური, გადამოწმებადი დასკვნის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რამდენად სათანადო ხარისხით არის შესრულებული სამუშაო.

რას მოიცავს

ინდექსირებისა და ხილვადობის შემოწმება

ამ ეტაპზე მოწმდება, შეუძლიათ თუ არა Google-ის მცოცავებს ყველა მნიშვნელოვანი გვერდის მარტივად მოძიება და ინდექსირება, ასევე დგინდება, რომელი გვერდები რჩება ხილვადობის მიღმა.

ვებგვერდის სიჩქარის ანალიზი

ფასდება ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარე და Core Web Vitals მაჩვენებლები. ამ პროცესში იდენტიფიცირდება ის ფაქტორები, რომლებიც აფერხებს საიტის წარმადობას მობილურსა და დესკტოპზე.

მობილურზე ადაპტირების შეფასება

მოწმდება, რამდენად სწორად მუშაობს ვებგვერდი მობილურ მოწყობილობებზე, Google-ის Mobile-First Indexing-ის მოთხოვნების შესაბამისად.

სტრუქტურირებული მონაცემების (Schema) აუდიტი

დგინდება, სწორად არის თუ არა დანერგილი Schema Markup და ხომ არ არის გამოტოვებული ხილვადობის გაზრდის შესაძლებლობები ძიების შედეგებში.

დუბლირებული კონტენტისა და ინდექსაციის შეცდომები

მოწმდება Canonical ტეგები, პაგინაცია და დუბლირებული გვერდები, რომლებიც ზიანს აყენებენ SEO-ს. იდენტიფიცირდება კონკრეტული პრობლემები.

Robots.txt და XML Sitemap

მოწმდება, სწორად არის თუ არა კონფიგურირებული robots.txt და sitemap.xml, რათა საძიებო სისტემებმა სწორად დაინახონ მნიშვნელოვანი გვერდები.

გადამისამართებები და გატეხილი ბმულები

დგინდება 404 შეცდომები, გადამისამართების ჯაჭვები და მცდარი 301/302 status-კოდები, რომლებიც აფერხებს ცოცვადობასა და მომხმარებლის გამოცდილებას.

HTTPS და უსაფრთხოება

მოწმდება SSL სერტიფიკატი, mixed-content პრობლემები და უსაფრთხოების სიგნალები, რომლებიც გავლენას ახდენს ნდობასა და რანჟირებაზე.

URL სტრუქტურა და საიტის არქიტექტურა

ფასდება URL-ების სისუფთავე, საიტის იერარქია და ცოცვის სიღრმე. ეს აჩვენებს, რამდენად მარტივად აღწევენ მნიშვნელოვან გვერდებამდე მომხმარებლები და მცოცავები.

Core Web Vitals და UX სიგნალები

ხდება LCP, INP და CLS მაჩვენებლების ანალიზი, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობს Google-ში პოზიციების მოპოვებაში.

JavaScript რენდერინგი და ინდექსირებადობა

მოწმდება, სწორად ხედავს თუ არა Google JavaScript-ით ჩატვირთულ კონტენტს და ხომ არ რჩება მნიშვნელოვანი ელემენტები ინდექსის მიღმა.

მრავალენოვანი (hreflang) კონფიგურაცია

მრავალენოვანი საიტებისთვის მოწმდება hreflang ტეგების სისწორე, რათა მომხმარებელს სწორი ენისა და რეგიონის გვერდი დაუბრუნდეს.

…და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი — ეს სია სრული არ არის. შემოწმების ზუსტი მოცულობა დამოკიდებულია ვებსაიტის მასშტაბსა და სპეციფიკაზე.

პროცესი

01

ვებგვერდის სკანირება

ტარდება ვებგვერდის ყოვლისმომცველი ტექნიკური სკანირება სპეციალიზებული ხელსაწყოებით.

02

ხარვეზების იდენტიფიცირება

დგინდება და ჯგუფდება ყველა ტექნიკური ხარვეზი კრიტიკულობის მიხედვით.

03

ხარისხის შეფასება

ფასდება, რამდენად სწორად არის შესრულებული არსებული სამუშაო და სად დაიშვა შეცდომები.

04

დეტალური რეპორტი და რეკომენდაციები

მომზადდება გასაგები რეპორტი პრიორიტეტული რეკომენდაციებით - რა და რა თანმიმდევრობით უნდა გასწორდეს.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ტექნიკური SEO აუდიტი არის ვებგვერდის ტექნიკური მდგომარეობის დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც მოიცავს სიჩქარის, ინდექსირების, სტრუქტურის, კოდისა და მობილური თავსებადობის ანალიზს. მისი მიზანია ობიექტური დასკვნის მიწოდება იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული სამუშაო და რა საჭიროებს გასწორებას.

მზად ხართ ზრდისთვის?

მიიღე SEO კონსულტაცია ↗