მოგესალმებით ძვირფასო სეო–შნიკებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იანდექს საძიებო სისტემაში. ალბათ ბევრს აინტერესებს ეს საძიებო სისტემა,რადგან იგი არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი საძიებო და შესაბამისად საიტის სწორე ოპტიმიზაცია იანდექსში მოგვცემს ბევრ დაინტერესებელ მომხმარებელს.
ესეიგი დავიწყეთ.
პირველ რიგში მინდა რამდენიმე სიტყვე ვთქვა Yandex ТИЦ-ზე. ეს ინსტრუმენტი არის გუგლ პეიჟრანკის ანალოგი მაგრამ ცოტა სხვა ფუნქცია აკისრია. Yandex ТИЦ(გვერდის თემატიკური ინდექსი)-ის მთავარი როლი არის იანდქსის
კატალოგში საიტების განაწილება, ანუ გაქვს მაღალი ტიცი-უფრო კარგ ადგილას დგახარ კატალოგში-შესაბამისად უფრო მეტი დაინტერესებული მომხმარებელი ნახავს შენ საიტს და გადმოვა ბმულზე.
იანდექსის კატალოგში მოხვედრა ამ ბოლო დროს ძალიან რთული გახდა. საიტი უნდა იყოს უნიკალური და საკმაოდ რეიტინგული იმისათვის რომ მოხვდეს ამ კატალოგში, მაგრამ ამავე დროს აქვს ფასიანი რეგისტრაცია. ანუ იხდი თანხას და მოდერატორები შეგატყობინებენ რამდენიმე დღეში მიგიღებენ თუ არა ამ კატალოგში.
ნუ ეს რაც შეეხება ტიც-ზე. მოგვიანებით კიდე დაწვრილებით დავწერ სტატიას ამ კატალოგის შესახებ.
როგორც ზემოთ ვახსენე,თავდაპირველად ტიცი შექმნა კატალოგში საიტების ადგილების დასადგენად, მაგრამ ამ ბოლო დროს რუსი სეო-შნიკები წერენ რომ ტიცს ზეგავლენა აქვს საიტის საძიებო რეზულტატებში გამოჩენაზე....ნუ ვისთვის როგორ...მე პირადად მჯერა რომ ტიცი არის უბრალოდ საიტის ავტორიტეტის "გაზომვის" ინსტრუმენტი.
ეხლა გადავიდეთ კეივორდებზე. ისევე როგორც გუგლში, იანდექში შექმნილია სპეციალური
სერვისი რომელიც დაგეხმარებათ კეივორდების ანალიზში. მე პირადად ძალიან მომწონს ეს ინსტრუმენტი რადგან მას აქვს რამდენიმე მნიშვნელობანი ფუნქცია.
1.Регионы-ანუ შენ თვითონ უთითებ რეგიონს(ევროპა,აზია და ა.შ) .....ანუ შეგიძლია წინასწარ გათვალო რა ბაზარზე იქნება ორიენტირებული შენი კეივორდი.
2. აქვს სტატისტიკა. ანუ ყოველი დღეს,თვეს თუ წელს რამდენმა ადამიანიმა მოიძია ყანდექში მაგალითად GAMES...
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი საიტის სტატისტიკას. ამისთვის იანდექსში შექმნილია
ვებმასტერის პანელი რომლის რეკონტრუქციაც ეხლახანს დაამთავრეს და ეხლა მომხმარებელს აქვს წვდობა ძალიან ბევრ ინსტრუმენტთან.(საწყებული საითმეპის გაკეთებით და დამტავრებული საიტის რეგიონის მითითებით.)

აი პატარა სკრინშოტი თუ როგორ გამოიყურება ვებმასტერ პანელის საძიებო რეზულტატების დაფა.
ნუ მცირეოდენი ინფორმაცია იყო ზოგადად იანდექსზე. ეხლა რამდენიმე სიტყვით მინდა ავღწერო Yandex Direct(გუგ ედსენსის ანალოგი).
პირველ რიგში იმისათვის რომ დავარეგისტრიროთ ამ სისტემაში ჩვენს საიტს უნდა ქონდეს მინიმუმ 300 უნიკალური მომხმარებელი დღეში. ასეთი შეზღუდვა აქვთ გაკეთებული..
რაც შეეხება კლიკებს..კლიკებში რა თქმა უნდა განსხვავდება ტემატიკის მიხედვით. ყველაზე მომგებიანი თემატიკაა ეხლა იანდექსში -რემონტი,მშენებლობა,ბიზნესი
ხო სულ დამავიწყდა მეთქვა- ვარეზებს და ეგეთ ნაგვებს არ იღებენ ამ სისტემაში.
აი ასეთი იყო პატარა მიმოხილვა რუსეთის ყველაზე დიდი საძიებო სისტემის. გაგიჩნდებათ კითხვები-დაწერეთ აუცილებლად გიპასუხებთ. როგორც კი მოვიცლი დავწერ კიდე სტატსიას ბექლინკებზე,მათ გაზრდაზე,ტღაფიკის მოზიდვაზე და უამრავ რამეზე.
წარმატებებს გირურვებთ.