put your ads here!!
ის მეთოდი, რომელსაც ჩემს დიდ საიტებზე ვიყენებ შეიძლება თქვენთვის იყოს ცნობილი, შეიძლება არა. ეს თემა მთლიანად დაკავშირებულია Google AdSense-თან. ნამდვილად ვერ გეტყვით როგორ იმუშავებს ეს მეთოდი პატარა მიკრო ნიშის საიტებზე, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ დიდ საიტებზე ძალიან წარმატებით მუშაობს.
ამ მეთოდით ვიგებთ ჩვენ ვღებულობთ რამდენიმე დიდ პლუსს:
1. იზრდება საიტის პოპულარობა სერპში
2. საძიებო სისტემებიდან საგრძნობლად იზრდება გადმომსვლელთა რიცხვი
3. იზრდება კლიკების რაოდენობა
4. ხდემა საიტის პოპულარიზაცია
რა გვჭირდება ჩვენ ამისთვის? საიტი, საინტერეო მასალებით, აბსოლუტურად უნიკალური კონტენტით (და არა მარტო). ეს მასალები ძირითადად არის ხოლმე how to ნიშაზე, რაც ერთ-ერთი დიდი ნიშაა და რომელზეც დიდი ძებნა მიმდინარეობს ხოლმე. როდესაც მსგავსი საიტი დახუნძლული უამრავი საინტერესო სტატიით უკვე გვაქვს თანაც ძალიან კარგ ქივორდზე, უკვე ვიწყებთ მის პრომოუშენს. ამ შემთხვევაში მე 1 თეთრიც არ გადამიხდია არც სეოში და არც არაფერში. ერთადერთი, როცა დრო არ მაქვს ჩემი პარტნიორი მუშაობს საიტზე. ტაკ, გადავიდეთ საქმეზე. როცა უკვე გვაქვს ანალიტიკსი გააქტიურებული და კაი ბლომად მასალა აქვს დაფიქსრებული მე ვიყენებ ასეთ ხერხს:
1. ანალიტიკში ვაკვირდები მთავარ გვერდს, ანუ Overview-ს. კერძოდ ამ ველში მე მაინტერესებს ეს მონაცემები:
Search Traffic
რომელსაც მარჯვენა მხარეს ჩამოთვლილი აქვს ქივორდები. ხოლო ქვეშ აქვს ლინკი რომელსაც view full report ჰქვია. ამის მერე ვხედავთ დეტალურ ინფორმაციას ქივორდებზე და შემომსვლელებზე. ჩემს ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს ისეთი ქივორდები, რომლებიც დიდი ოდენობით შემოდიან საიტზე, მაგრამ რჩებიან 00.00 წამით. რატომ? რადგანაც მათ მიერ მითითებული ქივორდი ან ფრაზა არ დაემთხვა საიტზე არსებულ ინფორმაციას. მართალია სტატი შეიცავდა ამ ქივორდს, მაგრამ სტატიამ ძიების რეზულტატი მთლიანად მაინც ვერ დააკმაყოფილა, რადგანაც არ იყო ის, რასაც ის ეძებდა. მაგალითად, ძებნა მქონდა ასეთი:
jailbreak ios 5 "ipad 1" 40 00:00:00
ამ ძებნაზე შემოვიდა 40 კაცი და არავინ გაჩერებულა საიტზე, რადგანაც არ ვიცი ასეთი რა ეჩქარებოდათ, რომ არც კი წაუკითხიათ სტატია ბოლომდე.ამოვაკიპირე ეს რეზულტატი, დავსერჩე საიტზე და აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ამ პირობას არც ერთი სტატია არ პასუხობდა. არადა ხალხი ეძებს ამ მასალას. ამიტომაც დავწერე 500-800 სიტყვიანი სტატია, თუ ტუტორიალი იგივე სახელწოდებით, რაც ძებნაში მქონდა jailbreak ios 5 "ipad 1" , თან დავურთე სქრინშოტები (ხალხს უყვარს ფოტო მასალა, რადგანაც ტუტორიალები სქრინებით ძალიან ეფექტურია და თავისთავად ზრდის Avg. Time on Site-ს. ზუსტად მეორე თუ მესამე დღეს საიტმა იწყო მატება შემოსვლებიდან და ზუსტად ამ ქივორდზე და ხანგრძლივობა ტუტორიალის გვერდზე იყო 00:11:57 წუთი + ამას დააშეირეს 3-ჯერ














