dapoxetine online

Jump to content


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SEO.GE ფორუმზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SEO.GE ფორუმზე. გთხოვთ გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, დაპოსტვამდე გაეცნოთ ფორუმის წესებს. რეგისტრაციას დასჭირდება მხოლოდ რამოდენიმე წამი. იყავით SEO.GE -ს აქტიური წევრი, შეისწავლეთ სეო და ონლაინ მარკეტინგი!

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • დისკუსიებში მონაწილეობის მიღებას, ფაილების გადმოწერას და სხვა...
  • ფორუმის განახლებების ავტომატურად მიღებას.
  • სხვა წევრებთან მიწერის საშუალებას და დამეგობრებას.
წარმატებას გისურვებთ!
Guest Message by DevFuse
 

* * * * * 4 votes

ფლეშ თამაშების საიტების მონატიზაციის გზები


82 replies to this topic

#1 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 04 October 2011 - 03:27 AM

put your ads here!!

როგორც ვამჩნევ ჩვენს ფორუმზე საკმაოდ ბევრი მომხმარებელს აქვს ფლეშ თამაშების საიტი. ვფიქრობ, მათთვის (და სხვებისთვისაც, ვინც მომავალში აპირებს ამ ნიშაში მუშაობას) საინტერესო უნდა იყოს ფლეშ თამაშების საიტების მონეტიზაციის გზების გაცნობა, რომელსაც წარმატებით ვიყენებ. უკვე საკმარისად დიდი ხანია ფლეშ თამაშების ნიშაში ვმუშაობ და დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.
თავდაპირველად მონეტიზაციას ვახდენდი მხოლოდ ადსენსით, მაგრამ პარალელურად ყოველთვის ვეძებდი (და ახლაც ვეძებ) მონეტიზაციის დამატებით გზებს, რომლებიც წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ფლეშ თამაშების საიტებზე. სხვადასხვა ცპც, ცპმ თუ აფფილიატე ქსელების ტესტირების შემდეგ შევარჩიე რამდენიმე ოპტომალური კომბინაცია.

CPC/CPM


Adsense
დეტალურადაა განხილული ამ ფორუმზე.

Adbrite.com
ადსენსის მსგავსი სისტემაა, თუმცა მასთან ახლოსაც ვერ მივა, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია ადბრიტეს გამოყენება მიზანშეწონილი, თუ რაიმე მიზეზის გამო ადსენსს ვერ იყენებთ. იხდის ჩეკებით.


CPM

Advertstream
საკმაოდ კარგი სერვისი აქვთ. უამრავი სხვადასხვა სახის რეკლამა (აქვს ასევე ცპც და ცპა).
დადებითი მხარეები:
• ადვილია რეგისტრაცია და საიტის დამატება
• კარგი ცპმ (რეკლამის სახეობისა და ბანერის ზომის მიხედვით სხვადასხვაა 10 ცენტიდან 2-3 ევრომდე)
• არ არის აუცილებელი მისთვის „დავხარჯოთ“ ჩვენი საიტის ფულში კარგად კონვერტირებადი ადგილები. შეგიძლიათ თუნდაც ფუტერში დადოთ ბანერები, მაინც მშვენივრად იმუშავებს.
• შესაძლებელია ადსენსთან ერთად გამოყენება და შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენა.
• ძირითადად კარგი გრაფიკული რეკლამები აქვთ რაც დადებითად აისახება მომხმარებელზე და მომხმარებლის თვალში საიტის იმიჯზე
• იხდის საბანკო ანგარიშზე ნეტ20 სქემით (კონკრეტული თვის თანხას იხდიან შემდეგი თვის 20 რიცხვისთვის, მინიმალური გამოსატანი 100 ევრო)

უარყოფითი მხარეები

• მხოლოდ ფრანგული ინტერფეისი აქვს
მე ამას ვიყენებ მხოლოდ ფრაუნგულენოვან საიტებზე (ტრაფიკის დაახლოებით 60 % საფრანგეთიდან). სხვა ენოვან საიტებზე არ დამიტესტია .

EpicGameAds

დადებითი მხარეები:
• ადვილი რეგისტრაცია
• სხვადასხვა ტიპის რეკლამები (მათ შორის პოპ-უნდერ 6 $ ცპმ-ით)
• იხდის ყველა ქვეყნის ტრაფიკზე (მათ შორის საქართველოს).
• მაღალი ცპმ , რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაა. პოპანდერის ცპმ დასავლეთევროპული ტრაფიკის შემთხვევაში არის 5 $, ამერიკული ტრაფიკისას 6 $. ბანერების 1000 ჩვენებაზე ჩემს საიტებზე იხდის 2-3 $-ს
• არ არის აუცილებელი მისთვის „დავხარჯოთ“ ჩვენი საიტის ფულში კარგად კონვერტირებადი ადგილები. შეგიძლიათ თუნდაც ფუტერში დადოთ ბანერები, მაინც მშვენივრად იმუშავებს.
• შესაძლებელია ადსენსთან ერთად გამოყენება და შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენა.

• რეკლამები არის თამაშების საიტზე ოპტიმიზებული

უარყოფითი მხარეები:
• იხდის მხოლოდ პეიპალით ნეტ30 სქემით (კონკრეტული თვის თანხას იხდის შემდეგი თვის შუა რიცხვებში, ასევე იხდიან გადახდის თვეში გამომუშავებული თანხის 25-დან 100 %-მდე , მინიმალური 50 $).
• პოპუნდერი არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს საიტის მომხმარებლებში, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდები მის გამოყენებას.

In-Game Ads CPC/CPM

Mochimedia

დადებითი მხარეები:
• პუბლიშერისთვის და დეველოპერისთვის ერთიანი ექაუნტი
• უამრავი უფასო თამაში თქვენი საიტისათვის, რომელთა დამატება ერთი დაკლიკებით არის შესაძლებელი ფლეშ თამაშების საიტზე ისეთი პოპულარული ძრავებით როგორიცაა, ავარკადე, ონარკადე, ვორდპრესი და სხვა.
• რეკლამა მოთავსებულია თამაშში, ასე რომ მისთვის საჭირო არ არის საიტზე ადგილის მოძებნა.
• რა თქმა უნდა, შესაძლებელია ადსენსთან ერთად გამოყენება და შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენა.
• იხდის ჩეკებით და მანიბუქერსით ნეტ20 სქემით. მინიმალური 100 $
უარყოფითი მხარეები:
• პაბლიშერებს არც ისე ბევრს უხდის, თუმცა თუ საიტზე ნორმალური ქვეყნებიდან გაქვთ ტრაფიკი, უკმაყოფილო არ დარჩებით.

Affiliate Networks

BigPoint
ესაა მსოფლიოში ცნობილი ბრაუსერ თამაშების პროვაიდერი, რომელსაც აქვს საკუთარი აფფილიატე.
დადებითი მხარეები:
• იხდის როგორც ლიდებზე (რეგისტრაციებზე) ასევე გაყიდვებზე
• საკმაოდ მაღალი საკომისიო 0.5-1 ევრო რეგისტრაციებზე + გაყიდვების 20 % lifetime
• იხდის პეიპალზე და საბანკო ანგარიშზე. მინიმალური 50 ევრო.

Affili.net

ნორმალური აფილიატე ქსელია. აქვს საკმაოდ ბევრი ოფერი თამაშების ნიშაში.
იხდის საბანკო ანგარიშზე, მინ. 50 ევრო




მოხარული ვიქნები, თუ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებასაც ამ და მონეტიზაციის სხვა გზებთან დაკავშირებით.

Thanked by 3 Members:

#2 mawaka

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 274 posts
  • 2 thanks
7

Posted 04 October 2011 - 08:40 AM

Advertstream


ბრად ამას ადსენსში რაც მისამართი მაქ ის რო მივუთითო რამე პრობ ხომ არ არის? ;) :D ;)

#3 bulls

    Advanced Member

  • Moderators
  • PipPipPip
  • 724 posts
  • 8 thanks
100
  • Locationm

Posted 04 October 2011 - 10:53 AM

rupoti
მადლობა თემის ავტორს კაი ინფოსთვის და ესე დეტალურად რო დაიხარჯა !
პმ-ში არავინ მომწეროთ არავის არ ვპასუხობ !

Your success depends on you !

სასტუმრო თბილისში
Tbilisi Hotels
Hotels in Tbilisi
Гостиницы Тбилиси

#4 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 04 October 2011 - 11:22 AM

View Postmawaka, on 04 October 2011 - 08:40 AM, said:

Advertstream


ბრად ამას ადსენსში რაც მისამართი მაქ ის რო მივუთითო რამე პრობ ხომ არ არის? ;) :D ;)

მისამართი რაც გინდა ის მიუთითე, მთავარია სახელი, გვარი და საბანკო რეკვიზიტები არ შეგეშალოს :D

#5 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 04 October 2011 - 02:38 PM

rupoti
გაიხარე კარგი ინფო დადე

EpicGameAds -ზე 1000 impression-ზე იხდის მაგ თანხას ?
თუ კლიკებზე იხდის ვერ მივხვდი.
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#6 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 04 October 2011 - 04:59 PM

View Postaxali, on 04 October 2011 - 02:38 PM, said:

rupoti
გაიხარე კარგი ინფო დადე

EpicGameAds -ზე 1000 impression-ზე იხდის მაგ თანხას ?
თუ კლიკებზე იხდის ვერ მივხვდი.

impression-ზე იხდის და ამიტომაცაა კარგი ...

#7 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 04 October 2011 - 05:22 PM

rupoti
მაგას შენ პოპუპზე ხომ არ იძახი ?
რა 2 დოლარი 2 ცენტი გამოვიდა :D

Posted Image
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#8 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 04 October 2011 - 05:55 PM

View Postaxali, on 04 October 2011 - 05:22 PM, said:

rupoti
მაგას შენ პოპუპზე ხომ არ იძახი ?
რა 2 დოლარი 2 ცენტი გამოვიდა :D

Posted Image

ეტყობა რაღაც საშინელი ტრაფიკი გაქვს :D:D

ჩემთან ბევრად მეტს იხდის.
მაგალითად, ასე იხდი ჩემს ერთერთ პატარა საიტზე (გერმანულ ტრაფიკია):
Posted Image

#9 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 04 October 2011 - 11:08 PM

rupoti
ეს დავდე 1 საიტზე 2-3 საათი და 1700 ამდე ავიდა. შენ და მაგას ადსენსესთან ერთად იყენებ ? თუ მარტო ეგ ბანერები გისვია ?
ნუ პოპუპ არ შეიძლება ადსენსთან როგორც ვიცი.
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#10 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 04 October 2011 - 11:24 PM

View Postaxali, on 04 October 2011 - 11:08 PM, said:

rupoti
ეს დავდე 1 საიტზე 2-3 საათი და 1700 ამდე ავიდა. შენ და მაგას ადსენსესთან ერთად იყენებ ? თუ მარტო ეგ ბანერები გისვია ?
ნუ პოპუპ არ შეიძლება ადსენსთან როგორც ვიცი.

პირველ პოსტშიც დავწერე.
ადსენსთან ერთად არ გამომიყნებია ჯერჯერობით, სხვა საიტებზე მინახავს ადსენსთან ერთად.

მე ეს ძალიან მომწონს (კარგადაც იხდიან და ვიზუალურაადაც ნორმლურია მაგათი რეკლამები) და რამდენიმე საიტზე, სადაც ადსენსი არც თუ ისე პროდუქტიულია საერთოდ ადსენსს ჩავანაცვლებდი ამათი რეკლამებით, საბანნკო ანგარიშზე რომ იხდიდეს . .

#11 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 04 October 2011 - 11:31 PM

გასაგებია, ეხლა სხვა საიტზე ვცდი ედსენსთან ერთად ვნახოთ რამდენს გადაიხდის ერთი 500 კაცამდე ტრაფიკია სხვადასხვა ქვეყნებიდან.

EpicGameAds ამან კიდე არ მიიღო საიტი რა უნდა არ ვიცი, რაღაც ველი გამოვტოვე შესავსები და მაგის გამო მაგრად აკლიათ რა ეხლა წერილი მივწერე მეტქი გააქტიურეთ ველოდები ესეც მინდა ვცადო.
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#12 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 05 October 2011 - 12:13 AM

Quote

EpicGameAds ამან კიდე არ მიიღო საიტი რა უნდა არ ვიცი, რაღაც ველი გამოვტოვე შესავსები და მაგის გამო მაგრად აკლიათ რა ეხლა წერილი მივწერე მეტქი გააქტიურეთ ველოდები ესეც მინდა ვცადო.


აბა ის ზემოთ რისი სკრინი დადევი?



.....................................

ფეხბურთის თამაშებზე რამე აფფილიარე/ცპა ხომ არ იცით?

რაღაც ვერ ვპოულობ. . .

#13 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 05 October 2011 - 03:30 PM

Quote

აბა ის ზემოთ რისი სკრინი დადევი?
შემეშალა პირიქით ბიგპოინთმა არ მიმიღო

მოკელდ სხვა საიტზეც ჩავსვი სადაც ესეთი ტრაფიკი
Posted Image

1,169

$0.00

$0.00

რა უაზრობაა სხვა ქვეყნებზე საერთოდ არ იხდის
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#14 d10ko

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 352 posts
  • 16 thanks
25

Posted 05 October 2011 - 06:39 PM

საიტის საიდბარში პატარა მინი თამაში როგორ ჩავსვა უბრალოდ ვიზიტორების დიდხანს გაჩერებისთვის? თუ არი შესაძლებელი?

#15 Mr.Guliver

    Advanced Member

  • Moderators
  • PipPipPip
  • 523 posts
  • 12 thanks
11
  • Locationm

Posted 05 October 2011 - 09:16 PM

მეც დავამტებ.
rupoti მერე თუ გინდა შენს პოსტშიც ჩააგდე ეს.
http://www.advertisegame.com/
დამატებითი შემოსავალია ესეც. კლიკში იხდის 0.08 $ ცენტს. ქვეყენას მნიშვნელობა არ აქვს. ჩერეზჩურ ბევრი კლიკიც არ მოწონს.
Posted Image
დღევანდელი მონაცემები.
იხდის საბანკოზე თუ 500$-ზე მეტია, ან ფეიფალზე ან(moneybooker) თუ 10$-ზე მეტია ნეტ30-ის მეთოდით.

#16 axali

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,419 posts
  • 9 thanks
40
  • Locationm

Posted 05 October 2011 - 09:47 PM

Quote

ამ საიტზე ერთი 300 დოლარი მაქვს გამომუშაევებული ადრე იხდის paypal-ზე მინ 10 დოლარი. ყოველ თვის დასაწყისში. ასევე კარგია საიტის დასარეკლამებლად იაფად არეკლამებ.
You never know how close you are.. So Never give up on your dreams!

#17 rupoti

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 1,627 posts
  • 64 thanks
141

Posted 05 October 2011 - 09:50 PM

Quote


ძაან ცოტას იხდის და არც ვიყენებ.

81 კლიკში 40 საშინელებააა

#18 Mr.Guliver

    Advanced Member

  • Moderators
  • PipPipPip
  • 523 posts
  • 12 thanks
11
  • Locationm

Posted 05 October 2011 - 09:58 PM

rupoti
მაგარ კვერცხობა ადგილას მიზის და არაუშავს. ჰოსტინგს ამით ვფარავ . წელიწადში 100$-ს ვცდები და მეტი რათ მინდა :D
თან 1 ბანერი მიდევს.

#19 xpress

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 276 posts
  • 4 thanks
18
  • Locationm

Posted 10 October 2011 - 05:22 PM

Quote

ბანერების 1000 ჩვენებაზე ჩემს საიტებზე იხდის 2-3 $-ს
ანუ რომც არ დააკლიკონ ფული მაინც მომდის?

#20 Dav1D

    Advanced Member

  • Members
  • PipPipPip
  • 475 posts
  • 3 thanks
26
  • Locationm

Posted 10 October 2011 - 06:49 PM

EpicGameAds აქედან გამოვიტან თანხას?ვინც გამომატანინებს კარგ ხრიკს ვასწავლი დიდი ფულის საშოვნელად აქედან :)





1 user(s) are reading this topic

0 members, 1 guests, 0 anonymous users

generic dapoxetine priligy
yasmin online pharmacy